სანიოლი: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ასეთი თამაშისთვის" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ასეთი თამაშისთვის"

სანიოლი: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ასეთი თამაშისთვის"
8-09-2023, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და გამანაგურებელი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან წაგებულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მოგესხენებათ, ორი წლის განმავლობაში თქვენს ყველა კითხვას ვპასუხობდი, მაგრამ დღეს მოედანზე ისეთი საშინელება მოხდა, რომ ახლა არაფერზე საუბარი არ ღირს - მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავივიწყოთ ყველაფერი, ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ასეთი შედეგისთვის, ძალიან დაბალი დონის შეხვედრა ჩავატარეთ - წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ ასე თამაშის ჩაგდება მიუღებელია.

წინ ნორვეგიასთან ძალიან რთული მატჩი გველოდება და თუ იგივე შეცდომებს დავუშვებთ, რაც დღეს, ასეთი შედეგი დაფიქსირდება
", - აღნიშნა სანიოლმა.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი