საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და გამანაგურებელი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა.
Whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალვარო მორატა გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და შეფასების სახით 10 ქულა დაიმსახურა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდში ყველაზე მაღალი (7.1) შეფასება გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი (3.6) საბა კვირკველიამ.
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას: