კაშია: "დღეს არც ერთი მოთამაშე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშს არ ვიმსახურებდით" » სპორტის ხაზი

კაშია: "დღეს არც ერთი მოთამაშე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშს არ ვიმსახურებდით"

კაშია: "დღეს არც ერთი მოთამაშე საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშს არ ვიმსახურებდით"
8-09-2023, 22:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და გამანაგურებელი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან წაგებულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს:

"როგორც კაპიტანი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. შეურაცხყოფილი ვარ, ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშს არ იმსახურებდა.

ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა ხასიათს გამოვავლენთ ნორვეგიასთან მატჩში. ფეხბურთის თამაში მხოლოდ გოლების გატანა არაა, ხასიათი, ჩვენი პიროვნულობა უნდა ვაჩვენოთ
", - განაცხადა კაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.