ბახი: "ოლიმპიადაზე ისინი დავუშვათ, ვინც ომს მხარს არ უჭერს" » სპორტის ხაზი

ბახი: "ოლიმპიადაზე ისინი დავუშვათ, ვინც ომს მხარს არ უჭერს"

ბახი: "ოლიმპიადაზე ისინი დავუშვათ, ვინც ომს მხარს არ უჭერს"
8-09-2023, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები უამრავი სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთეს, მათ შორის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი ოლიმპიადაზე ასპარეზობაც.

თუმცა, ამ ყველაფრის საპირწონედ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი ამბობს, რომ შეიძლება რუსი და ბელორუსი სპორტსმენები მაინც დაუშვან:

"ცხადია, რომ რუსებიც და ბელორუსებიც იქ ყოფნის შემთხვევაში დროშის გარეშე, ნეიტრალურად იქნებიან, სხვა მხრივ კი ვფიქრობ, რომ ომის მოწინააღმდეგე სპორტსმენების დაშვება შეიძლება.

ერთ მხარეს რუსები არიან, მათ სურთ, რომ მთელი მსოფლიო უარვყოთ, აქეთ კი უკრაინელები, მათი სურვილი კი რუსული პასპორდის მქონე სპორტსმენების სრული იზოლაციაა, რაც ასევე ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი