რაული ლა ლიგის კლუბს ჩაიბარებს?! - მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან » სპორტის ხაზი

რაული ლა ლიგის კლუბს ჩაიბარებს?! - მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან

რაული ლა ლიგის კლუბს ჩაიბარებს?! - მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან
8-09-2023, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" ლეგენდა, რაულ გონსალესი, უკვე დიდი ხანია, რაც "სამეფო კლუბის" აკადემიის მთავარი მწვრთნელია.

ესპანური მედია იტყობინება, რომ, დიდი ალბათობით, რაული სულ მალე ახალ კარიერულ ნაბიჯს გადადგამს და "ვილიარეალის" თავკაცის პოსტს დაიკავებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ოფიციალურად მიიღებენ.

როგორც ირკვევა, შეთანხმების შემთხვევაში "რეალი" მზადაა, რაული "ვილიარეალში" გაუშვას.

ცნობისთვის, "წყალქვეშა ნავმა" სეზონი კიკე სეტიენის მეთაურობით დაიწყო, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნაადრევად გაათავისუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი