ნეიმარი: "ლიგა 1 თუ არაბეთის ჩემპიონატი? პასუხის გაცემა რთულია" » სპორტის ხაზი

ნეიმარი: "ლიგა 1 თუ არაბეთის ჩემპიონატი? პასუხის გაცემა რთულია"

ნეიმარი: "ლიგა 1 თუ არაბეთის ჩემპიონატი? პასუხის გაცემა რთულია"
8-09-2023, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერტი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი ნეიმარის "პსჟ"-დან არაბეთის ჩემპიონატში გადასვლა გახლდათ.

როგორც ჩანს, ბრაზილიელი ვარსკვლავი არაბულ ლიგას სერიოზულად უყურებს და თვლის, რომ შეიძლება ლიგა 1-ზე უკეთეს ჩემპიონატშიც კი გადავიდა:

"საუდის არაბეთს ბრწყინვალე ჩემპიონატი აქვს, ისეთი ფეხბურთელები ჩავიდნენ, იქ საოცარი სახელები თამაშობენ.

არ ვიცი, არის თუ არა არაბული ლიგა ფრანგულზე უკეთესი, საქმე ისაა, რომ მე აქ თავს უბრალოდ კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანი "ალ ჰილალთან" ერთად ტიტულების მოგებაა.

როდესაც საფრანგეთში გადავედი, ამბობდნენ, რომ სუსტი ლიგა იყო, თუმცა იქ ბევრჯერ დავმარცხდი, აქაც ასევეა. საუდის არაბეთის ბევრი გუნდი ძლიერდება, ჩემი მიზანი კი "ალ ჰილალთან" ერთად წარმატებაა"
, - განაცხადა ნეიმარმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი