AS: "რა მოხდება თუ რეალი კარზე "დაგვიკაკუნებს?" - მამუკა ჯუღელი ესპანურ გამოცემასთან » სპორტის ხაზი

AS: "რა მოხდება თუ რეალი კარზე "დაგვიკაკუნებს?" - მამუკა ჯუღელი ესპანურ გამოცემასთან

AS: "რა მოხდება თუ რეალი კარზე "დაგვიკაკუნებს?" - მამუკა ჯუღელი ესპანურ გამოცემასთან
8-09-2023, 01:51
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ესპანურ გამოცემა Diario AS-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს.

"მინდა გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ ხვიჩას კლუბის შეცვლა არ სურს და "ნაპოლისთვის" ყველაფერს გავიღებთ, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ: საქართველოში "რეალს" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში "ნაპოლის" უგულშემატკივრებენ."

"ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს კლუბში ყველასთან, მათზე მხოლოდ კარგი რამის თქმა შეიძლება. სახლში ვართ და გუნდის ცვლილებაზე არასდროს გვიფიქრია, ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემები, აუცილებლად უნდა გითხრათ მადლობა."


კონტრაქტზე: "გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დისკუსიები არ მიმდინარეობს, ბედნიერები ვართ იმ კონტრაქტით რაც გვაქვს: მთავარი მიზანია დავიცვათ სკუდეტო და რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ხვიჩა მოხარულია ქალაქითა და თანაგუნდელებით., არ ვიცი მედია რას წერს, ამით არ ვინტერესდები"

ლაურენტისზე: "მან ჩვენთვის ბევრი გააკეთა, თუ ის კონტრაქტის გახანგრძლივებას მოისურვებს, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ორივე მხარე კმაყოფილია. ჩვენ გვაქვს ნდობა, ეს კლუბი გვიყვარს და არ გვსურს ცვლილებები."

ოქროს ბურთზე: "კვარაცხელიას ტოპ 30 საუკეთესოში მოხვედრა დიდებული შედეგია , წარმატება მისთვის და მთელი გუნდისთვის, მთლიანი "ნაპოლისთვის". თანაგუნდელების გარეშე ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა. ვიმედოვნებ, რომ იგი მომავალში ამ ჯილდოს დაეუფლება."

ესპანეთზე: "ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მატჩი და ყველა ქართველი ასევე ელოდება მატჩს "რეალისა" და "ნაპოლის" შორის. რა მოხდება თუ "ბლანკოსი" კარზე დაგვიკაკუნებს? არ განვიხილავთ, ნეაპოლის დატოვებაზე არ ვფიქრობ. ერთ დღეს, როცა კვარა მზად იქნება ითამაშოს "რეალსა" ან "ბარსაში" , ამაზე ვიფიქრებთ, მაგრამ ახლა ის ძალიან კარგ გუნდშია თანაგუნდელებთან, როგორებიც ოსიმენი, დი ლორენცო, ჟელინსკი. მშვენიერი გუნდია და არ ვფიქრობ რომ "რეალი" ძალიან გამოკვეთილი ფავორიტია, "ნაპოლის" შეუძლია მათი დამარცხება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.