ქართველ გოგონათა წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე » სპორტის ხაზი

ქართველ გოგონათა წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე

ქართველ გოგონათა წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე
7-09-2023, 18:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "სამეგრელომ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიური ბარიერი გადალახა. ქართველმა გოგონებმა, რომლებსაც გივი კვარაცხელია წვრთნის, სლოვენიურ "მურას" პენალტების სერიაში აჯობეს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ, სადაც კვიპროსულ "აპოლონს" დაუპირისპირდებიან.

"სამეგრელოსა" და "მურას" დაპირისპირების ძირითადი და დამატებით ტაიმები უგოლოდ დასრულდა.
სამეგრელომ მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა. 85-ე წუთზე მსაჯმა ანა პავლიაშვილი გააძევა, ხოლო 96-ზე კი - მაიკო ბებია.

პენალტების სერიაში საქართველოს ჩემპიონმა მოიგო, ანგარიშით - 5:4.

თერთმეტმეტრიანი დარტყმების ზუსტად შესრულება შეძლეს ჯესიკა მონტეირომ, რუბი ვილეგასმა, ნინო ბუხრიკიძემ, ანა მილჩევსკამ და ლიზი მწყერაშვილმა , ვერ გაიტანა მხოლოდ ელენე ენჯიბაძემ.

"სამეგრელო" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე, საკვალიფიკაციო ნახევარფინალურ მატჩს კვიპროსულ აპოლონთან 9 სექტემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი