"აქ ბედნიერი ვარ", - მოდრიჩმა არაბეთში გადასვლის ჭორები უარყო » სპორტის ხაზი

"აქ ბედნიერი ვარ", - მოდრიჩმა არაბეთში გადასვლის ჭორები უარყო

"აქ ბედნიერი ვარ", - მოდრიჩმა არაბეთში გადასვლის ჭორები უარყო
7-09-2023, 17:52
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთს ბევრმა ფეხბურთელმა მიაშურა. ერთ-ერთი მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი ვარსკვლავი, კარიმ ბენზემაც იყო.

საუდის არაბეთიდან შეთავაზება ჰქონდა ლუკა მოდრიჩსაც, თუმცა, როგორც ჩანს, ხორვატი ფეხბურთელი ამ შეთავაზებას არ განიხილავს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე:

"ამ ეტაპზე "რეალში" ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და სხვა შეთავაზებებს არ განვიხილავ.

მეტიც, არც კი მინდა, რომ ამ ამბებით ჩემი ეგო "გავახალისო", ერთადერთი, რაც ახლა მაინტერესებს, მომენტით სიამოვნება და ფეხბურთით სიამოვნება მივიღო",
- განაცხადა მოდრიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი