რონალდუ: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა" » სპორტის ხაზი

რონალდუ: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა"

რონალდუ: "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა"
7-09-2023, 09:13
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა - "ალ ნასრის" ვარსკვლავმა კარიერულ 850-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

ამასთან დაკავშირებით რონალდუმ კომენტარი გააკეთა და მის მიღწევას მოულოდნელი და ისტორიული უწოდა:

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა - ისტორიული და ცოტა მოულოდნელი მიღწევაა.

რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. კარიერა გრძელდება და მინდა, უფრო მაღალი მწვერვალები დავიპყრო.

900 გოლი? აბსოლუტურად შესაძლებელია. კარიერას ვაგრძელებ და მინდა, კლუბთან და ნაკრებთან ერთად მივაღწიო წარმატებას. ამასთან ერთად, პირადი შედეგების გაუმჯობესება მსურს"
, - განაცხადა რონალდუმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი