უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ 37 წლის ასაკში ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობა.
მანჩესტერ იუნაიტედის, მადრიდის რეალისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი არაბული ალ-ნასრის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
აღსანიშნავია, რომ ალ-ნასრს რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, პირველი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს და როგორც იწერება, ის ფრანგული კლუბის წინააღმდეგ შედგება.
19 იანვარი - თარიღი, როდესაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ბოლოჯერ შეხვდებიან! სწორედ ამ დროს გამართავენ პსჟ და ალ-ნასრი ამხანაგურ დაპირისპირებას.