ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, 'პარი სენ-ჟერმენისა' და 'ალ-ნასრის' ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.
მესის ფრანგული კლუბი და რონალდოს ახალი კლუბი გასული წლის იანვარში უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს პარიზელთა ტურნეს რანგში, რომელიც კორონავირუსის გამო გაუქმდა, მაგრამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საკონტრაქტო ვალდებულებები ძალაში დარჩა. ახლა 'პარი სენ-ჟერმენმა' უნდა დაგეგმოს მატჩი და გაემგზავროს საუდის არაბეთში იანვარში. (ჯერჯერობით თარიღი დაზუსტებული არ არის)