'ქომაგები და კვარაცხელია საქმეს ძალიან გაგვირთულებენ' - ესპანელი მოთამაშე » სპორტის ხაზი

'ქომაგები და კვარაცხელია საქმეს ძალიან გაგვირთულებენ' - ესპანელი მოთამაშე

'ქომაგები და კვარაცხელია საქმეს ძალიან გაგვირთულებენ' - ესპანელი მოთამაშე
6-09-2023, 17:33
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა მოახლოებულ დაპირისპირებამდე საქართველოსთან, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"პარი სენ-ჟერმენის" 27 წლის ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ქართველ ფეხბურთელთაგან ყურადღება განსაკუთრებით კვარაცხელიაზე გაამახვილა და ასევე გამოყო ქომაგების ფაქტორიც, რომლებიც მისი თქმით საქმეს პირველივე წუთებიდან გაურთულებენ.

"დინამო არენას კარგად ვიცნობ, აქ აქამდეც მითამაშია. გულშემატკივრები ჩვენს საქმეს პირველივე წუთებიდან გაართულებენ, ისინი დიდ მუხტს იძლევიან. ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავალთ და შევეცდებით მწვრთნელის დავალებები რაც შეიძლება კარგად შევასრულოთ.

კვარაცხელიასთან "ნაპოლიში" ყოფნის პერიოდში გარკვეული დრო გავატარე, დავინახე, რომ მას უდიდესი ხარისხი აქვს და მატჩის სურათის რადიკალური ცვლილება შეუძლია. კვარაცხელია სწრაფია და მეტოქის მოტყუება ერთი-ერთზე აუღელვებლად შეუძლია, იგი საქართველოს ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მაღალ დონეზე თამაშობს, მისთვის მეტი ყურადღების დათმობა იქნება საჭირო."
- განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

ფაბიანი "ნაპოლიში" 2018-22 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კი "პსჟ-ში" გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი