'საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის უნარი' - BBC ნინიაშვილზე წერს » სპორტის ხაზი

'საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის უნარი' - BBC ნინიაშვილზე წერს

'საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის უნარი' - BBC ნინიაშვილზე წერს
6-09-2023, 14:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეს დავით ნინიაშვილს უცხოური გამოცემები სულ უფრო მეტად ახსენებენ, დღეს განვიხილავთ თუ რას ამბობს მასზე ცნობილი ბრიტანული მედია BBC.


ბრიტანელებმა შეარჩიეს 5 ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც მათი აზრით მოახლოებულ მსოფლიო თასზე ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევენ და ყურადღება აუცილებლად უნდა მივაპყროთ, სადაც ადგილი ქართველა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმაც დაიკავა.

"ნინიაშვილი ოსტატურ შეტევას წარმატებით უთავსებს გაუვალ დაცვას. ის მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა, საერთაშორისო დონეზე თამაშის არცთუ მცირე გამოცდილება გააჩნია. დავითს 24 ტესტში 9 ლელო აქვს დადებული, საოცარი სისწრაფე, მოქნილობა და მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრის უნარი კი გვაძლევს უფლებას, რომ ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ დავასახელოთ. ნინიაშვილი საფრანგეთს კარგად იცნობს, ის TOP 14-ის წევრ "ლიონში" ასპარეზობს და მისი მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. 2022 წლის ჩელენჯ ქაფის ფინალში, მან სამხრეთაფრიკელი ებენ ეტზებეტი წარმოუდგენლად შებოჭა. უელსისა და ავსტრალიის ნაკრებებს ნამდვილად მოუწევთ რაღაც განსაკუთრებულის მოფიქრება იმისთვის რომ ჯგუფურ ეტაპზე ნინიაშვილის შეჩერება შეძლონ". - წერენ ბრიტანელები ქართველზე.

მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან საფრანგეთში დაიწყება. . საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრალიას, უელსს, ფიჯის და პორტუგალიას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი