დვალიშვილი: "დანა ვაითთან საუბარს ვაპირებ, მე ქამარზე ჩხუბი დავიმსახურე" » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: "დანა ვაითთან საუბარს ვაპირებ, მე ქამარზე ჩხუბი დავიმსახურე"

დვალიშვილი: "დანა ვაითთან საუბარს ვაპირებ, მე ქამარზე ჩხუბი დავიმსახურე"
5-09-2023, 11:03
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილი UFC-ის თავისი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, ბევრის აზრით კი ის ქამარზე ბრძოლასაც იმსახურებს.

თავად ქართველი სპორტსმენი თავის იუთუბ პოდკასტში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დანა ვაითთან და ჰანთერ კემპბელთან თავის მომავალზე აპირებს საუბარს, რადგან თვლის, რომ ქამარზე ბრძოლას იმსახურებს:

"ალჯემაინ სტერლინგს რომ შონ ომალი დაემარცხებინა, პრობლემა აღარ იქნებოდა - ის წონას შეიცვლიდა და ქამარზე ბრძოლას კორი სანდჰეგენთან ან ჰენრი სეხუდოსთან ჩავატარებდი, თუმცა ალჯოს მარცხმა ბევრი რამ შეცვალა.

1 ან 2 კვირაში დანა ვაითსა და კემპბელს უნდა შევხვდე, ახლა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იმყოფებიან. მესმის ომალის, მასაც, ჩემს მსგავსად, მაქსიმალურად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღება სურს, მაგრამ ვთვლი, რომ ქამარზე ბრძოლას მეც ვიმსახურებ. იმედი მაქვს, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და არ დამჩაგრავენ.

რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ, გადაწყვეტილება ორგანიზაციამ უნდა მიიღოს. თუ შონს ქამარზე ბრძოლა დეკემბერში სურს, მისი მეტოქე მე უნდა ვიყო"
, - განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.