კაშია: "სამშობლოში კარგ ხასიათზე მივდივარ, რადგან გოლი გავიტანე" » სპორტის ხაზი

კაშია: "სამშობლოში კარგ ხასიათზე მივდივარ, რადგან გოლი გავიტანე"

კაშია: "სამშობლოში კარგ ხასიათზე მივდივარ, რადგან გოლი გავიტანე"
4-09-2023, 21:24
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ბრატისლავის "სლოვანმა" „პოდბრეზოვას“ დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში 3-2 სძლია.

სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი გურამ კაშიამ შეასრულა - ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გოლის გატანა შეძლო.

მატჩის შემდეგ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზეც ისაუბრა:

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. წინა ტურში მარცხის შემდეგ შესაბამისი რეაქცია გვჭირდებოდა და კარგია, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით.

როდესაც 1:0-ს ვიგებდით, ბევრი მომენტი გავანიავეთ და მეტოქე წინ გავუშვით, თუმცა კარგია, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დატრიალდა. გაშვებული გოლების შემდეგ კარგი მენტალიტეტი გამოვავლინეთ.

ახლა სრულად სანაკრებო პაუზაზე ვარ კონცენტრირებული, ძალიან მოტივირებული და ბედნიერი ჩამოვდივარ, რადგან გოლი გავიტანე, ეს კი არც ისე ხშირად ხდება",
- განაცხადა კაშიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი