მიუხედავად იმისა, რომ შანსი მიზერულზე მიზერულია, ნაპოლის მაინც შეუძლია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს.
საამისოდ ფრანჩესკო კალცონას შეგირდებს ტიაგო მოტას ბოლონიას დამარცხება მოუწევთ, რომელიც ახლა სერია A-ს მე-4 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობას, ის ნაპოლისთვის ასეთი იქნება:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.