"მასში უაზროდ დიდი თანხა გადაიხადეს და წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო" - მიქაუტაძის თამაშს მწვავედ აფასებენ » სპორტის ხაზი

"მასში უაზროდ დიდი თანხა გადაიხადეს და წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო" - მიქაუტაძის თამაშს მწვავედ აფასებენ

"მასში უაზროდ დიდი თანხა გადაიხადეს და წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო" - მიქაუტაძის თამაშს მწვავედ აფასებენ
4-09-2023, 20:29
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძეს ერედივიზიონის გასულ ტურში, "აიაქსში" დებიუტი ჰქონდა და მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
ქართველი თავდამსხმელის მატჩს "ბარსელონასა" და "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელები აფასებენ.

რას ამბობს კატალონიელთა ყოფილი შემტევი იბრაჰიმ აფელაი:


"თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, თუმცა, შეგვიძლია, მთელ აიაქსზეც ვთქვათ იგივე. მიქაუტაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა,მოედანზე სად იმყოფებოდა. გიორგი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს და მათთან გარკვეული მოლოდინები ნამდვილად არსებობს. როცა მოედანზე უმარტივესი რამეც კი არასწორად კეთდება, მწვრთნელი ხვდება, რომ ამ საქმიდან რაიმეს გამოყვანა ძალიან ძნელი იქნება."

აფელაის შემდეგ თავისი აზრი "აიაქსის" ყოფილმა მეკარემ მაარტენ შტეკელენბურგმაც დააფიქსირა, ყურადღება ქართველში გადახდილ დიდ თანხაზე გაამახვილა და მიქაუტაძის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა.

"მიქაუტაძეში არარეალურად დიდი თანხა გადაიხადეს, მან, ჯერჯერობით, მხოლოდ საფრანგეთის ლიგა 2-ში გაიტანა ბევრი გოლი, რა თქმა უნდა, არავინ იცის, უმაღლეს დონეზე როგორ იასპარეზებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ მასში უაზროდ დიდი თანხაა გადახდილი"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი