როგორ ასპარეზობენ ქართველი მცველები იტალიაში? » სპორტის ხაზი

როგორ ასპარეზობენ ქართველი მცველები იტალიაში?

როგორ ასპარეზობენ ქართველი მცველები იტალიაში?
4-09-2023, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

იტალიაში სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა,

„სპეციაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ივა გელაშვილმა.

გელაშვილი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო, ქართველი მცველის გუნდი შინ "კომოს“ დაუხვდა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი შესვენებაზე შეცვალეს.

სერია B-ში ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, "სპეცია" მე-18 პოზიციაზეა.


სერია A-ში გადასვლის შემდეგ საბა საზონოვი "ჯენოას“ წინააღმდეგ შეხვედრაში "ტორინოს" სათადარიგოთა სკამზე იყო.
"ტორინომ“ "ჯენოა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
სერია A-ში გამართული სამი ტურის შემდეგ "ტორინო“ ოთხი ქულით მე-11 ადგილზეა.

"კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი "სამპდორიას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო,  მატჩი 1:1 დასრულდა.
ოთხი ტურის შემდეგ "კრემონეზე“ ხუთი ქულით მერვე პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი