CORRIERE DELLO SPORT: "კვარაცხელიას გასვლის შემდეგ "ნაპოლი" გაქრა" » სპორტის ხაზი

CORRIERE DELLO SPORT: "კვარაცხელიას გასვლის შემდეგ "ნაპოლი" გაქრა"

CORRIERE DELLO SPORT: "კვარაცხელიას გასვლის შემდეგ "ნაპოლი" გაქრა"
3-09-2023, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლიმ" პირველი 3 ქულა დაკარგა "ლაციოს" წინააღმდეგ (1-2). ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ის 66-ე წუთზე შეცვალა.

იტალიური გამოცემა CORRIERE DELLO SPORT რუდი გარსიას ამ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი გარემარბის გასვლის შემდეგ "ნაპოლი" მოედნიდან გაქრა:

"რუდი გარსია კვარაცხელიას "ჩვეულებრივ" ფეხბურთელად მიიჩნევს, თუმცა მისი გასვლისა და ჯაკომო რასპადორის შემოსვლის შემდეგ, "ნაპოლიმ" მატჩზე კონტროლი დაკარგა. ხვიჩას გასვლის შემდეგ "ნაპოლი" გაქრა, ისინი თამაშში აღარ იყვნენ.

"ლაციომ" 2 გოლიც გაიტანა, თუმცა VAR-მა არცერთი ჩათვალა
", - წერს CORRIERE DELLO SPORT.

მატჩის შემდგომ გარსიამ აღნიშნა, რომ ხვიჩა 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი