"ხვიჩა კვარაცხელიას ლეო მესის და ნეიმარს ადარებენ.." - რა დაწერა football-italia-მ? » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას ლეო მესის და ნეიმარს ადარებენ.." - რა დაწერა football-italia-მ?

"ხვიჩა კვარაცხელიას ლეო მესის და ნეიმარს ადარებენ.." - რა დაწერა football-italia-მ?
15-10-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

Football-Italia ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშსა და პროდუქტიულ სტატისტიკას ეხმაურება: "ნაპოლის ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ლეო მესისა და ნეიმარს ადარებენ, მიზეზი კი ქართველის გოლის შექმნაში მონაწილეობაა."

"მხოლოდ ხუთი მოთამაშე არსებობს ევროპის TOP 5 ლიგაში ისეთი, რომლებიც უფრო მეტჯერ ჩაერთვნენ გოლის შექმნაში, ვიდრე ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ლეო მესისა და ნეიმარს ადარებენ."

"ქართველი შემტევი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ალბათ, საუკეთესო საზაფხულო შენაძენიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლიმ ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინა".

"21 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 12 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ევროპის TOP 5 ლიგიდან მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩამორჩება: ერლინგ ჰოლანდი, რობერტ ლევანდოვსკი, ნეიმარი, მესი და ჯამალ მუსიალა."

"ხვიჩა კვარაცხელიას ლეო მესის და ნეიმარს ადარებენ.." - რა დაწერა football-italia-მ?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი