ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარიმ ბენზემამ მადრიდის "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში, კერძოდ კი, "ალ იტიჰადში" გადავიდა.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უგუნდოდაა სერხიო რამოსი, რომელმაც "პსჟ" დატოვა, სხვა შეთავაზება კი, ჯერჯერობით, არ მიუღია.
სამაგიეროდ, რამოსს სწორედ რომ "ალ იტიჰადი" ეპატიჟება და შესაძლოა, სერხიო და კარიმ ბენზემა კვლავ ერთი გუნდის მაისურით ვიხილოთ. არაბები ესპანელ მცველს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ და რამოსის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
თავის მხრივ, რამოსს რამდენიმე შეთავაზება თურქული კლუბებისგან აქვს, შესაბამისად, ვეტერანი ესპანელი საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ორ არჩევანს შორის გააკეთებს.
ბენზემას გარდა, გუნდში ირიცხებიან ნ'გოლო კანტე და ფაბინიო.