მენდეში: "ბარსელონამ თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები დაიმატა" » სპორტის ხაზი

მენდეში: "ბარსელონამ თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები დაიმატა"

მენდეში: "ბარსელონამ თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები დაიმატა"
3-09-2023, 18:06
Aa Aa
გაზიარება:

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კატალონიის "ბარსელონამ" 2 ვარსკვლავური ტრანსფერი გააკეთა - მათ ჟოაო ფელიქსი და ჟოაო კანსელო დაიმატეს.

ორივე მათგანის წარმომადგენელი ცნობილი საფეხბურთო აგენტი, ჟორჟე მენდეში გახლავთ. მენდეშმა პორტუგალიელი ფეხბურთელების ტრანსფერები ძალიან დადებითად შეაფასა:

"კატალონიელებმა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს თავიანთ პოზიციებზე ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატა. ორივე მათგანი ფენომენია", - განაცხადა მენდეშმა.

აღსანიშნავია, რომ მენდეში "ბარსელონას" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის აგენტია - ალექს ბალდე, ლამენ იამალი და ანსუ ფატი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.