"გოლი საკუთარი ფეხბურთელისგან მიიღო, სხვა მხრივ დიდებული იყო", - AS მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

"გოლი საკუთარი ფეხბურთელისგან მიიღო, სხვა მხრივ დიდებული იყო", - AS მამარდაშვილზე

"გოლი საკუთარი ფეხბურთელისგან მიიღო, სხვა მხრივ დიდებული იყო", - AS მამარდაშვილზე
3-09-2023, 14:03
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ალავესთან" მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, გიორგი მამარდაშვილი "ღამურების" მხრიდან ცალსახად გამორჩეული მოთამაშე იყო - ჩვენებურმა კარის დარაჯმა მატჩის სტარტზე ორი პენალტი მოიგერია.

ერთადერთი გოლი, რომელიც გიორგიმ თავის კარში მიიღო, ავტოგოლი გახლდათ, სხვა მხრივ, მამარდაშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, არც ესპანურ მედიას გამორჩენია.

მადრიდულმა გამოცემა AS-მა მამარდაშვილის შეხვედრა შეაფასა:

"გიორგი დიდებული იყო - მან 2 პენალტი მოიგერია. მსაჯმა წესების დარღვევის გამო მეტოქეს პენალტი განმეორებით დაარტყმევინა, თუმცა მამარდაშვილმა მისი მოგერიებაც შეძლო. ამ მომენტის შემდეგ, ის საქმეში აქტიურად აღარ გვიხილავს, ხოლო ერთადერთი გოლი ავტოგოლით გავიდა, სადაც ქართველი უძლური იყო", - წერს AS.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი