რატომ გაყიდა "ბაიერნმა" გრავენბერხი - მიუნხენელების დირექტორის განცხადება » სპორტის ხაზი

რატომ გაყიდა "ბაიერნმა" გრავენბერხი - მიუნხენელების დირექტორის განცხადება

რატომ გაყიდა "ბაიერნმა" გრავენბერხი - მიუნხენელების დირექტორის განცხადება
3-09-2023, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რაიან გრავენბერხი მიუნხენის "ბაიერნიდან" "ლივერპულში" გადავიდა.

ეს ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელიც კი იყო, რადგან "ბაიერნმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ფულემიდან" ჟოაო პალინია ვერ გადაიბირა, შესაბამისად მათი მხრიდან კიდევ 1 ნახევარმცველის გაშვება გასაკვირი გახლდათ.

ამ თემასთან დაკავშირებით მიუნხენელთა აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრისერმა, კომენტარი გააკეთა:

"გრავენბერხი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა და წასვლა სურდა. ჩვენ ტრანსფერზე ერთად ვმუშაობდით. რაიანს "ლივერპულთან" ერთად წარმატებებს და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ", - განაცხადა დრისერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი