ბელინგემი: "ამ დროს ფეხები მიკანკალებდა" » სპორტის ხაზი

ბელინგემი: "ამ დროს ფეხები მიკანკალებდა"

ბელინგემი: "ამ დროს ფეხები მიკანკალებდა"
2-09-2023, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალში" კვლავ დომინირებს - მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა, თანაც, ამჯერად, ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მიითვალა.

მატჩის შემდგომ, ინგლისელმა ნახევარმცველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:

"არ ვიცი, ამხელა სიყვარული რით დავიმსახურე - ისეთი ხმაური არასდროს მინახავს, როგორიც დღევანდელ გოლს მოჰყვა სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივრის მხრიდან.

როდესაც მთელი სტადიონი ერთხმად ჩემს სახელს სკანდირებდა, ფეხები მიკანკალებდა, მათი მადლობელი ვარ"
, - განაცხადა ბელინგემმა "ხეტაფესთან" მძიმე გამარჯვების (2-1) შემდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი