ესპანეთის ჩემპიონატში ხეტაფემ ჩავი ერნანდესის ბარსელონას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარსელონას თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ქულების დაკარგვა უცნაური მიზეზით ახსნა:
"თუ ფაქტობრივ რეალობას გავითვალისწინებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად საღამოს ვთამაშობთ და ასეთ დროს თამაშს მიჩვეულნი არ ვართ. ჩემს ფეხბურთელებზე მზის სხივები ძალიან მოქმედებდა, ეს უჩვეულო სანახავი იყო."
"ვიტყვი იმასაც, რომ ამინდიდან გამომდინარე მოედნის საფარი საკმაოდ მშრალი იყო, რაც ბურთის მოძრაობას ხელს უშლიდა." - თქვა ჩავიმ
ცნობისთვის, ბარსელონა ლა ლიგის პირველ ადგილს 73 ქულით იკავებს და მადრიდის რეალს 11 ქულით უსწრებს.