კვირკველიას გუნდის პირველი გამარჯვება საუდის არაბეთში - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა » სპორტის ხაზი

კვირკველიას გუნდის პირველი გამარჯვება საუდის არაბეთში - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა

კვირკველიას გუნდის პირველი გამარჯვება საუდის არაბეთში - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა
2-09-2023, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სოლომონ კვირველია საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდა.

ახალ სეზონში ქართველი მცველის "ალ ახდუდმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა "ალ რიადის" წინააღმდეგ - სტუმრებმა მასპინძლებს მინიმალური სხვაობით, 0-1 სძლიეს.

კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა - Sofascore-ს მიხედვით, ქართველი მცველის ასპარეზობა 7.3 ქულით შეფასდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში.

5 ტურის შემდეგ 4 ქულით "ალ ახდუდი" სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.