ვარსკვლავებთან ერთად - საბა კვირკველია საუდის არაბეთის კლუბმა შეიძინა » სპორტის ხაზი

ვარსკვლავებთან ერთად - საბა კვირკველია საუდის არაბეთის კლუბმა შეიძინა

ვარსკვლავებთან ერთად - საბა კვირკველია საუდის არაბეთის კლუბმა შეიძინა
16-07-2023, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების დასასრულს დაწყებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ყველას იმით დაამახსოვრდება, რომ ევროპულ ფეხბურთში ნამდვილი არაბული აფეთქება დაიწყო და მათ საფეხბურთო ლიგაში სათამაშოდ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი წავიდა.

რამდენიმე საათის წინ, ქართულმა გვერდმა, Geo Team-მა დაწერა, რომ საუდის არაბეთში მორიგი ტრანსფერი განხორციელდა, ოღონდ ამ შემთხვევაში საქმე ქართველ ფეხბურთელ საბა კვირკველიას ეხება.

ამავე გვერდის ინფორმაციის მიხედვით, საბა კარიერას საუდის ქვედა ლიგის გუნდში, კერძოდ ალ-ახდუდში გააგრძელებს და კონტრაქტს 1+1 წლის პირობით გააფორმებს. საგულისხმოა, რომ ალ-ახდუდმა გასული სეზონში პირველი დივიზიონის მე-3 ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, რის გამოც კვირკველიას თამაში კრიშტიანუ რონალდუსთან, ბობი ფირმინოსთან, მარსელო ბროზოვიჩთან და სხვა ვარსკვლავებთან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს 31 წლის მცველი ბაქოს ნეფთჩის ფეხბურთელი იყო, სადაც საბამ 1 სეზონი ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი