36 წლის წინ, დიეგო მარადონამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მომენტი შექმნა, როდესაც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მეკარეს, პიტერ შილტონს გოლი ხელით გაუტანა, რასაც საბოლოოდ "ღმერთის ხელი" ეწოდა.
თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ, ალი ბინ ნასერი, მსაჯი, რომელმაც 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალი განსაჯა, იმავე ბურთს ყიდის, რომლითაც დიეგომ გოლი ხელით გაიტანა: "ეს ბურთი ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. თითქოს, შესაფერისი დროა მის გასაზიარებლად", - ალი ბინ ნასერი. საგულისხმოა, რომ ტუნისელი ყოფილი მსაჯის გადაწყვეტილება გარი ლინეკერმა გააკრიტიკა, ფეხბურთელმა, რომელმაც ამავე მატჩში მონაწილეობა მიიღო.
როგორც იწერება, აღნიშნული ბურთის ღირებულება 2.5-3 მილიონი ფუნტი იქნება.