უარი რუსეთს - სევიკიანმა სომხეთი აირჩია » სპორტის ხაზი

უარი რუსეთს - სევიკიანმა სომხეთი აირჩია

უარი რუსეთს - სევიკიანმა სომხეთი აირჩია
2-09-2023, 14:31
Aa Aa
გაზიარება:

"რუსეთის ნაკრებში მიწვევას ვერ დავთანხმდები, რადგან სომხეთის ნაკრებში თამაში უკვე გადავწყვიტე."

ედგარ სევიკიანი 22 წლის თავდამსხმელია, რომელიც რუსეთში დაიბადა და "ნიჟნი ნოვგოროდში" ასპარეზობს.
ამ კლუბში იგი "ლევანტედან" გადავიდა, სადაც ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად თამაშობდა.

სომეხ შემტევს რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ახლა რუსეთის ეროვნული ნაკრების ყურადღებაც მიიპყრო, მიმდინარე სანაკრებო სეზონზე ნაკრებში გამოიძახეს.

"რუსეთმა ბევრი რამ მომცა, ჩემი პროფესიონალიზმისა და კარიერის მხრივ, თუმცა, უნდა გაცნობოთ, რომ რუსეთის ნაკრებში მიწვევას ვერ დავთანხმდები, რადგან სომხეთის ნაკრებში თამაში უკვე გადავწყვიტე." - ამ სიტყვებით გამოაცხადა სომეხმა თავდამსხმელმა თავისი გადაწყვეტილება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.