კლოპი სალაჰის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე: "სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ" » სპორტის ხაზი

კლოპი სალაჰის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე: "სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ"

კლოპი სალაჰის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე: "სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ"
2-09-2023, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელების არაბეთში ტრანსფერი პრაქტიკულად ჩვეულებრივ ამბად იქცა.

სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს "ალ ატიჰადმა" საკმაოდ ამბიციური ტრანსფერის განხორციელება გადაწყვიტა და "ლივერპულის" ვარსკვლავის, მო სალაჰის გადაბირებას შეეცადა, თუმცა მერსისაიდულმა გრანდმა ეგვიპტელი შემტევის თაობაზე ყველა შეთავაზება დაბლოკა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოს თაობაზე სანერვიულო არაფერია:

"ჩემი აზრით, ამ საკითხზე ნერვიულობა არ ღირს. სალაჰი ძალიან ერთგულია.

მო ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, დაესწრო გუნდის ყველა შეხვედრას ამ კვირაში, ის ბოლომდე ჩვენთანაა. ყველაფერი რიგზეა და ნერვიულობის საბაბი არ არსებობს",
- განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, "ალ ატიჰადმა" სალაჰის სანაცვლოდ 125, 150 და 175 მილიონიანი შეთავაზებები გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი