კოლო მუანი "პარი სენ ჟერმენში" » სპორტის ხაზი

კოლო მუანი "პარი სენ ჟერმენში"

კოლო მუანი "პარი სენ ჟერმენში"
2-09-2023, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს.

ფეხბურთელი "აინტრახტს" 2022 წლის ივლისში შეუერთდა და მის ანგარიშზე 50 ჩატარებულ შეხვედრაში 26 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

პარიზულ კლუბს უკვე დიდი ხანია სურდა კოლო მუანის შეძენა, თავდაპირველად მათ 65 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, რომელიც "აინტრახტმა" უარყო, საბოლოოდ კი სასურველის მიღწევა 90 მილიონი ევროს შეთავაზების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

საფრანგეთის ნაკრებში მოთამაშე შემტევზე გრანდებში დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ და გერმანულ გრანდებს შორის.

5 წლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია, სამედიცინო შემოწმება გავლილია, საფრანგეთში დაბადებული შემტევი წითელ-ლურჯების 23 ნომრიან მაისურს მოირგებს.

კოლო მუანი მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა და არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ფინალში მან მოედანზე 79 წუთი გაატარა და დასამახსოვრებელი მომენტიც შემოგვთავაზა, რომელსაც შეეძლო საფრანგეთისთვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ მას ამაში ხელი არგენტინელთა მეკარემ შეუშალა.

პარიზელების მორიგი "ხმაურიანი" ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი