ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები ცნობილია! » სპორტის ხაზი

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები ცნობილია!

ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები ცნობილია!
1-09-2023, 17:27
Aa Aa
გაზიარება:

მონაკოში 2023/24 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი (12 პირდაპირი საგზურის მქონე, 10 პლეი ოფში მოგებული და 10 ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული) 8 ჯგუფში გადანაწილდა. გაირკვა ტურნირის მონაწილე სამი ქართველი ლეგიონერის გუნდების მეტოქეებიც.

მონაკოში 2023/24 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდა
ტურნირის ამ ეტაპზე სამი ქართველი ლეგიონერის გუნდები იასპარეზებენ
მონაკოში 2023/24 წლების ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი (12 პირდაპირი საგზურის მქონე, 10 პლეი ოფში მოგებული და 10 ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული) 8 ჯგუფში გადანაწილდა. გაირკვა ტურნირის მონაწილე სამი ქართველი ლეგიონერის გუნდების მეტოქეებიც.

გიორგი მიქაუტაძე აიაქსში დებიუტის მოლოდინშია
გიორგი მიქაუტაძე აიაქსში დებიუტის მოლოდინშია
გიორგი მიქაუტაძის აიაქსი B ჯგუფში ითამაშებს, სადაც ამსტერდამელებთან ერთად მარსელი, ბრაიტონი და ათენის აეკ-ი გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი ნიდერლანდურ გრანდს სულ ახლახან შეუერთდა.

ოთარ კიტეიშვილის შტურმი D ჯგუფში გამოვა, სადაც დაპირისპირება იტალიურ ატალანტასთან, პორტუგალიურ სპორტინგსა და პოლონურ რაკუვთან მოუწევს.

ევროპალიგის წილისყრა - მიქაუტაძის, კიტეიშვილისა და გუგეშაშვილის მეტოქეები
ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღი H ჯგუფში გამოვა. აზერბაიჯანული გუნდი, რომელსაც 24 წლის ქართველი მეკარე ევროპალიგის პლეი ოფში ლუბლიანას ოლიმპიას ბარიერის დაძლევაში უშუალოდ დაეხმარა, გერმანულ ლევერკუზენს, ნორვეგიულ მიოლდესა და შვედურ ჰეკენს ეთამაშება.

A ჯგუფი: ვესტ ჰემი, ოლიმპიაკოსი, ფრაიბურგი, ბაჩკა-ტოპოლა.

B ჯგუფი: აიაქსი, მარსელი, ბრაიტონი, აეკ-ი.

C ჯგუფი: რეინჯერსი, ბეტისი, სპარტა, არისი.

D ჯგუფი: ატალანტა, სპორტინგი, შტურმი, რაკუვი.

E ჯგუფი: ლივერპული, ლასკ-ი, სენტ-ჟილუაზი, ტულუზი.

F ჯგუფი: ვილიარეალი, რენი, მაკაბი ჰაიფა, პანათინაიკოსი.

G ჯგუფი: რომა, სლავია, შერიფი, სერვეტი.

H ჯგუფი: ლევერკუზენი, ყარაბაღი, მიოლდე, ჰეკენი.


რამდენიმე წუთის წინ კი დასრულა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, სადაც ასევე საინტერესო ჯგუფები მივიღეთ.

მონაკოში კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
ქართველების სლოვანს მეტოქეებად ლილი, ოლიმპია და კლაკსვიკი ჰყავს
მონაკოში 2023/24 წლების კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 კლუბი (22 კონფერენსლიგის პლეი ოფის გამარჯვებული, 10 ევროპლაგის პლეი ოფში დამარცხებული) 8 ჯგუფში განაწილდა. გაირკვა ტურნირის მონაწილე ქართველი ლეგიონერების გუნდების მეტოქეთა ვინაობაც.

ჯაბა კანავასა და გურამ კაშიას სლოვანი, რომელმაც კონფერენსლიგაზე ევროპალიგის პლეი ოფში დამარცხების შემდეგ გადაინაცვლა, A ჯგუფში მოხვდა. სლოვაკურ გუნდს, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, მეტოქეებად ფრანგული ლილი, სლოვენიური ოლიმპია და ფარერების კლაკსვიკი ჰყავს.

კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ბერძნული პაოკ-იც, რომლის ღირსებას ნიკა ნინუა და ვასილიოს გორდეზიანი იცავენ, თუმცა, ქართველ ფეხბურთელებს კლუბის მთავარ გუნდში თამაშის შანსი ჯერჯერობით არ ეძლევათ.

A ჯგუფი: ლილი, სლოვანი, ოლიმპია ლუბლიანა, კლაკსვიკი.
B ჯგუფი: გენტი, თელ-ავივის მაკაბი, ზორია, ბრეიდობლიკი,
C ჯგუფი: დინამო ზაგრები, ვიკტორია პლზენი, ასტანა, ბალკანი.
D ჯგუფი: ბრიუგე, ბოდო გლიმტი, ბეშიქთაში, ლუგანო.
E ჯგუფი: აზ ალკმაარი, ასტონ ვილა, ლეგია, ზრინსკი.
F ჯგუფი: ფერენცვაროში, ფიორენტინა, გენკი, ჩუკარიჩკი
G ჯგუფი: აინტრახტი, პაოკ-ი, ჰიკ-ი, აბერდინი.
H ჯგუფი: ფენერბაჰჩე, ლუდოგორეცი, სპარტაკ ტრნავა, ნორდშელანდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.