"შენგელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - გერმანიის ნაკრების კალათბურთელი კაპიტანზე » სპორტის ხაზი

"შენგელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - გერმანიის ნაკრების კალათბურთელი კაპიტანზე

"შენგელიას წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - გერმანიის ნაკრების კალათბურთელი კაპიტანზე
1-09-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დაიტოვა. თავის მხრივ კი საქართველოსთან მოგებით ჩვენმა მოწინააღმდეგემ თითქმის გაინაღდა 1/4-ფინალში თამაში.

მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გერმანელების კალათბურთელმა იოჰან ვოიტმანმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"ქართველებთან სათამაშოდ სერიოზულად ვემზადებოდით. ჩვენ დღევანდელ მოწინააღმდეგეს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც განსაკუთრებით საშიში სამწამიან ზონაში არიან. ჩვენი სიფრთხილე ზედმეტი რომ არ იყო, ეს მატჩის პირველმა ტაიმმა დაადასტურა.

ანგარიშში სხვაობა დიდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ასეთი უპირატესობა გვქონდა. საპირისპირო სცენარით განვითარდა მოვლენები შესვენების შემდეგ. ჩვენ თამაში წაგვივიდა, ქართველებს – ნაკლებად, ამიტომაც საბოლოო გამარჯვება დაგვრჩა.

თორნიკეს წინააღმდეგ თამაში სახალისო არავისთვისაა. საპირისპიროდ, მის გვერდში თამაში დიდი კომფორტია. იგი ჩემი უახლოესი მეგობარია და საკალათბურთო წარმატებებს ვუსურვებ."


გეტყვით იმასაც, რომ ვოიტმანი თორნიკე შენგელიასთან გვერდით ესპანურ ბასკონიაში გამოდიოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი