ორი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა » სპორტის ხაზი

ორი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ორი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
31-08-2023, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველო ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს.

ვილი სანიოლის განაცხადში ორი დებიუტანტია. ესპანური ლევანტეს ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე.

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. სიაში არაა გიორგი არაბიძე, რომელმაც ქუთაისის ტორპედოსთან ერთად უეფა-ს კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა. განაცხადში ვერ მოხვდნენ ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ლოჩოშვილი.

ორი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი