ცნობილია : მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების დროები » სპორტის ხაზი

ცნობილია : მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების დროები

ცნობილია : მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების დაწყების დროები
31-08-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი.

1 სექტემბერს ილიას ზუროსის გუნდი 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყებს შეხვედრას გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, 3 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები K ჯგუფში ითამაშებს, სადაც, პირველი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 3-3 მოგებით ლიდერებიგერმანია და სლოვენია არიან, ხოლო 2-2 მოგებით იწყებენ გამოსვლას საქართველო და ავსტრალია.

K ჯგუფში სხვა მატჩების განრიგი ასეთია:

1 სექტემბერი. ავსტრალია-სლოვენია (16:10)

3 სექტემბერი. გერმანია-სლოვენია (15:10)

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადავა მეოთხედფინალში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.