"აიაქსი დიდი კლუბია, არველაძის კვალს მივყვები" - მიქაუტაძის პირველი კომენტარი ახალ კლუბში » სპორტის ხაზი

"აიაქსი დიდი კლუბია, არველაძის კვალს მივყვები" - მიქაუტაძის პირველი კომენტარი ახალ კლუბში

"აიაქსი დიდი კლუბია, არველაძის კვალს მივყვები" - მიქაუტაძის პირველი კომენტარი ახალ კლუბში
30-08-2023, 11:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ აიაქსში ტრანსფერის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"აიაქსი დიდი კლუბია. მიხარია, რომ კონტრაქტი ისეთ დიდ კლუბთან გავაფორმე როგორიც აიაქსია. როდესაც ამ კლუბის ინტერესის შესახებ გავიგე არც დავფიქრებულვარ, რადგან ყველამ იცის, თუ რამდენად დიადი კლუბია აიაქსი. აქ არაერთ გენიალურ ფეხბურთელს უთამაშია, ამიტომ აქ გადმოსვლაზე არც ერთი წამითაც არ დავყოვნებულვარ.

რა ვიცი აიაქსის ისტორიაზე? ვიცი, რომ ამ კლუბს ბევრი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ვიცი, რომ აქ შოთა არველაძე თამაშობდა, რომელიც ჩემი ქვეყნიდაა, რომელიც ქართველია. მიხარია, რომ არველაძის კვალს მივყვები.
"


აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძემ ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ აიაქსმა კი 16 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელსაც სამი მილიონი ბონუსების სახით დაემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.