VIDEO: კონტრაქტს მოაწერა ხელი - "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა » სპორტის ხაზი

VIDEO: კონტრაქტს მოაწერა ხელი - "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა

VIDEO: კონტრაქტს მოაწერა ხელი - "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
30-08-2023, 11:16
Aa Aa
გაზიარება:

აიაქსმა ამ ზაფხულის მეათე შენაძენი გიორგი მიქაუტაძე წარადგინა. ქართველი თავდამსხმელი ლიგა 1-ის კლუბ მეციდან ნიდერლანდებში თექვსმეტი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის . ეს ტრანსფერის საფასური შეიძლება გაიზარდოს ცხრამეტ მილიონ ევრომდე ბონუსების გამო.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ გიორგის ტრანსფერი პირველი გაძლიერებაა წინა ხაზში აიაქსისთვის მუჰამედ კუდუსის ვესთ ჰემში გაყიდვის შემდეგ.

"ღმერთის შვილები" ატლანტა იუნიტედის შემტევის დამატებითაც ინტერესდებოდნენ, თუმცა მიქაუტაძის მოსვლა გუნდისთვის უფრო პრიორიტეტული გახლდათ.

გიორგი მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც აიაქსში ითამაშებს. თავის დროზე იოჰან კრუიფ არენაზე გიორგი ქინქლაძეს და შოთა არველაძეს უთამაშიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი