" მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს" - რა თქვა ზუროსმა სლოვენიასთან მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

" მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს" - რა თქვა ზუროსმა სლოვენიასთან მარცხის შემდეგ

" მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს" - რა თქვა ზუროსმა სლოვენიასთან მარცხის შემდეგ
28-08-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 67:88 დამარცხა. იყო ბევრი სადაო ეპიზოდი, რომლის დროსაც მსაჯებმა სლოვენიის მხარე დაიჭირეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში ვულოცავ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, მათ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ჩვენ კი მუშაობა უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ. გვაქვს შანსი გვაქვს საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა რომ ეს ჩვენი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. მძიმე თამაში იყო ბევრი ჯარიმით, ტრავმები უნდა აღვიდგინოთ და წინსვლა განვაგრძოთ."

– განაპირობა თუ არა თამაშის შედეგი მატჩის მეორე მეოთხედში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმა?

"არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფქირობ სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ესროლეს ხოლო ჩვენ მხოლოდ 6; გადასამოწმებელია რომ, მსაჯებმა არასპორტული ერთ მხარეს მისცეს და მეორეს არა; ტექნიკური ერთმა გუნდმა მიიღო და და მეორემ არა; 3 ქულიანზე ჯარიმა მხოლოდ ჩვენ მოგვცეს მეტოქეს კი არა. მე ამ მომენტებზე არაფრის თქმა არ უნდა მიწევდეს. მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს."

– რას ფიქრობთ ვენესუელასთან მატჩზე?

"უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. ჩვენც კარგი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ერთხელაც ხაზს გავუსვამ რომ კონცენტრაცია სხვა გარკვეული მიზეზების გამო დავკარგეთ."

– რამდენად კმაყოფილი ხართ სანდროს თამაშით რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო 2 მატჩში?

"ძალიან კმაყოფილი ვარ. ამასთან ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია. ინდივიდუალურად მასზე საუბარისას აღვნიშნავ, რომ მჯერა დიდი მომავალი აქვს, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს, თავისთავად უნდა გამოასწროს თამაშის გარკვეული ასპექტები, თუმცა სანდრო ახალგაზრდაა და მწამს რომ იგი ერთ-ერთი ტოპ-მოთამაშე გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდი იმარჯვებს და გუნდივე მარცხდება, ყველა მოთამაშე ერთად. შეიძლება ინდივიდუალურად ძალიან კარგი თამაში გქონდეს, მაგრამ მატჩი წავაგოთ, ეს არავისთვისაა კარგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით და იმედი მაქვს, ზეგ მზად ვიქნებით და ჩვენი გამარჯვებით კი ყველა ქართველს ვაამაყებთ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი