საქართველომ დონჩიჩი ვერ შეაჩერა - წინ ვენესუელასთან მატჩია! » სპორტის ხაზი

საქართველომ დონჩიჩი ვერ შეაჩერა - წინ ვენესუელასთან მატჩია!

საქართველომ დონჩიჩი ვერ შეაჩერა - წინ ვენესუელასთან მატჩია!
28-08-2023, 17:31
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში საქართველო სლოვენიას დაუპრისიპირდა და ანგარიშით 67:88 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ "ჯვაროსნებმა" 1/4 მეოთხედი მოიგეს და პირველი ტაიმი ჯამში კარგად ჩაატარეს, თუმცა ყველაფერი მეორე ნახევარში შეიცვალა.

ამ ცვლილების მთავარი შემოქმედი კი ლუკა დონჩიჩი იყო 34 ქულით 10 მოხსნით და 6 პასით. ჩვენს რიგებში ყველაზე მეტი ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოაგროვა (21 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი).

ამ გამარჯვებით სლოვენია მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩვენს ნაკრებს კი მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს, ვენესუელას წინააღმდეგ ელის, სადაც გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავალთ და ახალ ისტორიას დავწერთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი