ვიქტორ ოსიმენმა მე-16 წუთზე გატანილი გოლი სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად აღნიშნა.
"ნაპოლიმ" სერია A-ს მეორე ტურში "სასუოლოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ხვიჩა მატჩის 61-ე წუთზე შემოვიდა და საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გამჭოლი პასის შემდეგ ჯოვანი დი ლორენცომ მომენტი დააგვირგვინა.
იხილეთ ფოტო: