პავარი თამაშზე უარს ამბობს? - მსგავსი შემთხვევა ბაიერნის ისტორიაში პირველად ხდება » სპორტის ხაზი

პავარი თამაშზე უარს ამბობს? - მსგავსი შემთხვევა ბაიერნის ისტორიაში პირველად ხდება

პავარი თამაშზე უარს ამბობს? - მსგავსი შემთხვევა ბაიერნის ისტორიაში პირველად ხდება
27-08-2023, 15:25
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა მცველმა ბენჟამინ პავარმა თამაშზე და ვარჯიშებზე უარი განაცხადა, რადგან, გერმანული გრანდი მის ინტერში ტრანსფრეს ხელს უშლის.

საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი ფაქტია, რომ პავარს ბაიერნის დატოვება სურს - ტუხელის გუნდი კი მის გაშვებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ინტერის შემოთავაზებით რეკორდმაისტერი არ მოხიბლულა.

ბოლო 4 გუნდური ვარჯიშიდან, პავარმა 3 გამოტოვა - პირველ შემთხვევაში ბაიერნმა დაადასტურა, რომ 27 წლის მცველი ავად იყო, ხოლო ბოლო სამ შემთხვევაზე კლუბში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

წყარო ირწმუნება, რომ პავარი აუგსბურგთან გასამართი დღევანდელი მატჩის განაცხადში არ იქნება და ვარაუდობს იმასაც, რომ ბაიერნის არსებობის ისტორიაში პირველად ფეხბურთელმა კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა.

თუ ეს ისტორია დადასტურდა, დიდი ალბათობით ბაიერნი პავარს ჯარიმებს დაუწესებს, ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდში გაუშვებს სათამაშოდ.

ცნობისთვის, პავარსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი