'ვიცით, როგორ ვეთამაშოთ' - თორნიკე შენგელია კაბო ვერდესთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

'ვიცით, როგორ ვეთამაშოთ' - თორნიკე შენგელია კაბო ვერდესთან მატჩის წინ

'ვიცით, როგორ ვეთამაშოთ' - თორნიკე შენგელია კაბო ვერდესთან მატჩის წინ
25-08-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ილია ზუროსის ბიჭების პირველი მეტოქე კაბო ვერდე იქნება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიასთან კომენტარი ჯვაროსნების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ხვალინდელი მატჩის ფავორიტია და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

"ოკინავაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის. ქაღალდზე ჩვენ კაბო ვერდესთან ფავორიტები ვართ, სლოვენიასთან მატჩში კი უპირატესობას ბალკანელებს ანიჭებენ. თუმცა, ეს ბევრს არ ნიშნავს – მთავარია, ჩვენ ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. კაბო ვერდე სუსტი ოპონენტია არაა, მაგრამ თუკი მწვრთნელის დასახულ გეგმას მივყვებით, მიზანს მივაღწევთ.

სლოვენიელთა ლიდერი ლუკა დონჩიჩია, თუმცა ბალკანელებს შემადგენლობაში სხვა მაღალი კლასის მოთამაშეებიც ჰყავთ. მითამაშია სლოვენიელი კალათბურთელების მხარდამხარ, სლოვენიელი მწვრთნელიც მყოლია… დონჩიჩის განეიტრალებას რაც შეეხება, ამას ან პერსონალურად, ან კოლექტიური დაცვით შევეცდებით.

'ვიცით, როგორ ვეთამაშოთ' - თორნიკე შენგელია კაბო ვერდესთან მატჩის წინ

თორნიკე ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა

მინდა, მადლობა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს და მთლიანად იაპონელებს. ოკინავაში ჩამოსვლის შემდეგ არანაირი სირთულე არ გვიგრძვნია, იაპონელთა კეთილგანწყობას კი ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ“
.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი