გველესიანმა ისევ გაიტანა - ქართველი რონალდოს წინააღმდეგ ითამაშებს » სპორტის ხაზი

გველესიანმა ისევ გაიტანა - ქართველი რონალდოს წინააღმდეგ ითამაშებს

გველესიანმა ისევ გაიტანა - ქართველი რონალდოს წინააღმდეგ ითამაშებს
25-08-2023, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი გველესიანმა ირანის პრო ლიგაში გოლი გაიტანა და პერსეპოლისს ქულა მოუპოვა.

გამოცდილი მცველი ირანის ჩემპიონატის მე-3 ტურში ზობ აჰანთან მატჩში გუნდის სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა გიორგი შეცვლაზე შევიდა, როდესაც გასული სეზონის ჩემპიონი 0:1 აგებდა.

84-ე წუთზე ქართველი ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით დააგვირგვინა – 1:1. გიორგი გველესიანისთვის გოლები უცხო არ არის – გასულ სეზონში ექვსი გოლით გუნდის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.

მალე ქართველის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც გიორგი გველესიანის პერსეპოლისი E ჯგუფში მოხვდა ალ დუჰაილთან (კატარი), ისტიქლოლსა (ტაჯიკეთი) და კრიშტიანო რონალდოს ალ ნასრთან (საუდის არაბეთი) ერთად – ამ გუნდების მატჩი 19 სექტემბერს ირანში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი