საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ინგუშმა თავდამსხმელმა ითამაშა » სპორტის ხაზი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ინგუშმა თავდამსხმელმა ითამაშა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ინგუშმა თავდამსხმელმა ითამაშა
24-08-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდელ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში ბრიუგეს ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელმა, ინგუშმა ფეხბურთელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა ითამაშა. ის პოლონურ ტურნირზე ორივე შეხვედრაში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო – რუმინეთის წინააღმდეგ – 80 წუთი, ხოლო პოლონეთთან 68 წუთი ითამაშა.

ფეხბურთელი წარმოშობით ინგუშია. მამამისმა, უმალატ დოლტმურზიევმა ინგუშეთი 2000 წელს დატოვა და ბელგიაში დასახლდა, ჰალიდი ბელგიაშია დაბადებული. თავიდან სერკლ ბრიუგეს აკადემიაში ჩაირიცხა, ბრიუგეში კი 2022 წლის გაზაფხულზე გადავიდა და მალე გუნდის ლიდერი გახდა. ნიჭიერ მოთამაშეს, რომელიც 22 მაისს 16 წლის შესრულდა, კონტრაქტი ბრიუგეს მთავარმა გუნდმა გაუფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი