გელაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - ქართველი 'სპეციასთან' კონტრაქტს მალე გააფორმებს » სპორტის ხაზი

გელაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - ქართველი 'სპეციასთან' კონტრაქტს მალე გააფორმებს

გელაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - ქართველი 'სპეციასთან' კონტრაქტს მალე გააფორმებს
23-08-2023, 17:31
Aa Aa
გაზიარება:

ივა გელაშვილი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სერია B-ს სპეციასთან კონტრაქტს ძალიან მალე გააფორმებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა lanazione ავრცელებს.

"ქართველი ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი სპეციაში მალე ჩაირიცხება, მანამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც მას კლუბთან 2024 წლამდე დააკავშირებს.

ქართველი ცენტრალური მცველი სპეციაში გუშინ ჩამოვიდა და კლუბთან კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი გაიარა. მასიმილიანო ალვინის (სპეციას თავკაცი) ძალიან ცოტა ხანში ივა გელაშვილი ეყოლება, რომელიც ვიშნევსკის ტრავმის (ჯვარედინი იოგის დაწყვეტა) შემდეგ გუნდის დაცვაში ვითარების მოწესრიგებას შეეცდება.

ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს კლუბში ბათუმის დინამოდან ერთწლიანი იჯარით გადავა. ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტით, სპეციას სეზონის ბოლოს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს.
"
– წერია lanazione-ში გამოქვეყნებულ წერილში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.