საგანგებო სხდომა "ესპანეთის" პრეზიდენტის საქციელის გამო » სპორტის ხაზი

საგანგებო სხდომა "ესპანეთის" პრეზიდენტის საქციელის გამო

საგანგებო სხდომა "ესპანეთის" პრეზიდენტის საქციელის გამო
23-08-2023, 15:58
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გამარჯვების მილოცვის ნიშნად იხუტებს ერთ-ერთ ფეხბურთელს, აიტანა ბონმატის.

ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია თავისი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელის გამო. ეს ყველაფერი ქალთა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით 25 აგვისტოს რიგგარეშე გენერალური კრება მადრიდში გაიმართება, იტყობინება ფედერაცია. ასევე ჩანიშნულია შიდა გამოძიება.

რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს, თამაშის დამთავრების შემდეგ გამარჯვების მილოცვისას, უკითხავად პირზე აკოცა, რასაც მოჰყვა აღშფოთების ტალღა.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა შეცდომა აღიარა და ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მოითხოვს მის გადადგომას.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.