'ტურნირის მოგება მარტო არცერთ მოთამაშეს შეუძლია' - გასოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტზე » სპორტის ხაზი

'ტურნირის მოგება მარტო არცერთ მოთამაშეს შეუძლია' - გასოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტზე

'ტურნირის მოგება მარტო არცერთ მოთამაშეს შეუძლია' - გასოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტზე
23-08-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა, ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა, პაუ გასოლმა მოახლოებული პლანეტის პირველობის ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

"ლუკა დონჩიჩი ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. მომწონს ის ფაქტი, რომ ლუკა მუდამ ეხმარება თავისი ქვეყნის ნაკრებს. ის ყოველთვის ამაყობს სლოვენიის ნაკრებში თამაშით, თუმცა მარტო მსოფლიო ჩემპიონატს ვერცერთი მოთამაშე მოიგებს. ვნახოთ, როგორ იასპარეზებენ სხვა სლოვენიელი კალათბურთელები მოახლოებულ ტურნირზე.

აშშ-ის ნაკრებს დაბალანსებული, ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. მოსამზადებელ თამაშებზე ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. მათ ასევე ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელები და ვფიქრობ, მიზანად ტიტულის მოპოვება აქვთ დასახული.

რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, მიხარია, ნანდო დე კოლოსა და ნიკოლას ბატუმის ხილვა მათ შემადგენლობაში. ფრანგებს აქვთ, ტალანტი, სიღრმე, გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე ვიხილავთ. ეს არის გუნდი, რომელსაც ვერასდროს ჩამოწერ, ესპანეთის მსგავსად.

'ტურნირის მოგება მარტო არცერთ მოთამაშეს შეუძლია' - გასოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტზე

გასოლმა იცის, თუ რას ნიშნავს იყო მსოფლიო ჩემპიონი

საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებებიც. გერმანელებს ძალიან კარგი ევრობასკეტი ჰქონდათ 2022 წელს და მგონია, წელსაც მედლებისთვის იბრძოლებენ.

ზუსტად ვერ გეტყვით, როგორი სასტარტო ხუთეული ეყოლება ესპანეთს. სერხიო სკარიოლომ ზუსტად იცის, ვინ არის საუკეთესო ფორმაში. ის გამორჩეული მწვრთნელია და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებს"
- განაცხადა გასოლმა.

შეგახსენებთ, რომ გასოლი სამი ოლიმპიური მედლის მფლობელია. ის ასევე არის მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ესპანეთთან ერთად. „ლეიკერსში“ თამაშისას ორჯერ მოიგო NBA და რამდენჯერმე გახდა FIBA-ს სხვადასხვა ტურნირის MVP.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.