საბა ლობჟანიძე ამერიკაში გაფრინდა და, დიდი ალბათობით, ახალ კლუბს, ატლანტა იუნაიტედს მომდევნო ტურიდან შეუერთდება.
MLS-ს გასულ ტურში ატლანტა იუნატიედმა სიეტლი გასვლაზე 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფეხბურთელს, საბა ლობჟანიძეს, რომელიც ამერიკაში ჰატაისპორიდან გადაბარგდა, თუმცა როგორც მედიაში გავრცელდა iინფორმაცია, უკვე ყველაფერი მწყობრშია, საბამ სამუშაო ვიზა მიიღო და ამერიკაში გაფრინდა, სადაც 23 აგვისტოს გუნდს შეუერთდება.
ატლანტა იუნაიტედი ამერიკის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 ტური შემდეგ 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ნეშვილთან ჩაატარებს.